Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘The Little Mermaid’

under the sea

ე.ი აქ დავდებ ჩემთვის საყვარელი ფილმებისა თუ მულტფილმების საუნდტრეკებს :ბლაშ:

პირველი კი რასაკვირველია ჩემი ქიუთ გმირის,  არიელის სამყაროდან იქნება 🙂

”under the sea” აწ უკვე წარსული წლების უსაყვარლესი სიმღერაა, რომლის გახსენებისას ახლაც ბავშობაში უაზროდ ვიძირები. ჰმმმ, სვიით :წუბე:

შალალალა “don’t be scared.. kissed a girl ” ოო, იეაჰ : )

Read Full Post »

 ჩრდილოეთის ქვეყანა

 სერია-ა   

   I  denmark

რა ასოციაციები ჩნდება დანიის ხსენებისას? თქვენი არ ვიცი და მე ის სვე-ბედნიერი დღე მახსენდება, აი მაშინ, შუა ზაფხული რომ იყო და ჩვენი ბიჭები სტადიონზე იყინებოდნენ, სამაგიეროდ 6 გოლით დაუბრუნდნენ თავიან ქვეყანას და ჩვენც იმედიანად შევუდექით გულშემატკივრობას.
უჰ, როგორ მიხაროდა. ჯერ კიდევ მაშინ მჯეროდა ჩვენი ბიჭების გამოფხიზლების და კიდევ მახსოვს სიხარულისგან დავლილი ჟრუანტელის გემო. თუმცა ახლა უკვე სხვა დროა, აგერ მალტაც დავამარცხეთ და სტუმრად ნიჩიაც ვითამაშეთ. პატარა საქმე არ გეგონოთ. მოკლედ, ამ ფეხბურთზე ლაპარაკს ვერასდროს ვანებებ თავს. აი ჩემი სუსტი წერტილიც, პირველივე პოსტებში. მოკლედ, I swear no more football. (ამ პოსტში)

დანია (სკანდინავისი ქვეყნები) ჩემი საოცნებო და საყვარელი ქვეყანაა, სანამ უშუალოდ გავეცნობი ამ ქვეყანას, თქვენც ჩემთან ერთად იმოგზაურეთ ქალთევზას ქვეყანაში ♥ ♥                                                                                                                      

ჩრდილოეთ ევროპის ეს პატარა ქვეყანა, იუტლანდიიის ნახევარკუნდზულთან ერთად 443 კუნძულს მოიცავს (მათ შორის ფარერებს , ვგიჯდები რატომგაც ამ კუნძულზე). 2000 წლიდან ერესუნის ხიდით სამხრეთ შვედეთს უკავშირდება, რითაც უფრო მოსახერხებელი გახდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა (უფრო კოკრეტულად კი სპირტიანი სასმელების შვედეთში გატანა: )))) ).

ქვეყნის დედაქალაქია კოპენჰაგენი
მოსახლეობა- 5.5 მილიონი
ოფიციალური ენა დანიური
მმართველობის ფორმა-კონსტიტუციური მონარქია
ფულის ერთეული-კრონა
საინტერესოა ქვეყნის დევიზი- ღმერთის დახმარება, ხალხის სიყვარული და დანიის სიძლიერე.
ეს ულამაზესი ლანდშაფტის, ტბების და თეთრი ღამეების ქვეყანა, ბევრი ცნობილი მხატვრის მუზას წარმოადგენდა

A little bit about history

დანიის უკეთ გასაცნობად, საინტერესოა მოკლე ისტორიული ექსკურსი, თავდაპირველად დანიის ტერიტორია ანგლების, საქსების, კიმბირებისა და იუტების ტომებით ყოფილა დასახლებული, მე5-6 საუკუნეებში ეს ტერიტორია შვედეთიდან გადმოსახლებულმა დანებმა დაიკავეს, რომლებიც შეერწყნენ დარჩენილ იუტებსა და სხვა ტომებს. მე6-მე8 საუკუნეებში ირღვევა პირვანდელი გვაროვნული წყობილება,, ძლიერდება კონუნგების როლი. მეფე ჰორმ მოხუცის დროს კი შეიქმნა ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო. ქვეყანაში მეათე საუკუნეში გავრცელდა ქრისტიანობა. კნუდ I დიდის დროს, ამ პატარა ქვეყანამ მცირე ხნით, მაგრამ მაინც მოახერხა ინგლისისა და ნორვეგიის დამორჩილება, შემდეგ კი ბალტიის ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილები დაიპყრო და საკმაოდ ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა ჩრდილოეთში, რომელიც ბატონობდა შვედეთზეც, თუმცა 1523 წელს შვედეთმა დანიელთა ბატონობისგან თავი გაინთავისუფლა. 1536 წელს ლუთერანული რეფორმაცია გატარდა, ნაპოლეონის ომებში დამარცხების შედეგად კი დაკარგა ნორვეგია და კუნძული ჰელგოლანდი.(და ამის მერე საკუტარი თავი ეყუდვნის მხოლოდ)
საინტერესო იყო დანიის პოზიცია პირველი მსოფლიო ომის დროს, მან ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. მეოცე საუკუნეში კი ამერიკას მიყიდა ვესტინდოეთის სამფლობელოები.
მეორე მსოფლიო ომში, წინამორბედისაგან განსხვავებით პოზიცია ჰქონდა არჩეული და ფაშისტების წინააგმდეგ იბრძოდა, რის გამოც გერმანიამ დაარღვია თავდაუსხმელობის პაქტი და დანიის ოკუპაცია მოახდინა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დანია ჩვენი საოცნებო ნატოს შექმნის ერთ-ერთ ფუნდამენტალურ ქვეყანად იქცა.

ეკონომიკური განვითარების მხრივ დანია ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში, აქ უმუშევრობის დონე მხოლოდ 6,3%. აღსანიშნავია რომ “ფორბსის” გამოკითხვებით ბედნიერიერების მაჩვენებლით დანიას პირველი ადგილი უკავია. დანიაში კარგად ცხოვრობს რესპოდენტთა 82 პროცენტი, 17 პროცენტს გარკვეული პრობლემები გააჩნიათ, მხოლოდ 1 პროცენტმა აღიარა, რომ ცოტა უჭირთ.

We all need Happiness

København

1254 წლამდე თურმე კოპენჰაგენი პატარა სოფელი ყოფილა, მართალია მის აღმოჩენაში ხოხბის ხელი არ ურევია, თუმცა უთუოდ არის მაში რაღაც მისტიური და ევროპის ერთ-ერთ ძველ , ულამაზეს და ისტორიულ ქალაქად უნდ ამივიჩნიოთ.
დედაქალაქი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია. იგი ცნობილია ისტორიული ნაგებობებით, პირველი კლასის მაღაზიებით, მუზეუმებით, ღამის კლუბებით, ატრაქციონებით..
ამ ქალაქზე ცნობილმა ბრიტანელმა რეჟისორმა მაიკლ ფრეინმა პიესაც კი დადგა.

კოპენჰაგენისათვის ზომიერი კლიმატია დამახასიათებელი. ზამთარი – ცივი და ნალექიანი, ხოლო ზაფხული თბილი და მშრალია. ქალაქში თოვლი იშვიათად მოდის.
დღეს კოპენჰაგენი ველოსიპედების გარეშე ვერავის წარმოუდგენია. ეს იაფი და თანაც ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილების საშუალება ქვეყნის მახასიატებელ ნიშნად იქცა.

ცნობილი ადამიანები :

ფეხბურთელები – მიხაელ და ბრაიან ლაუდრუპები, პეტერ შმაიხელი
მწერალი – ჰანს ქრისტიან ანდერსენი
მოგზაური – ვიტუს ბერინგი
ფიზიკოსი – ნილს ბორი

ანდერსენის მონუმენტი კოპენჰაგენში♥

დანიელები ძალიან მეგობრულები არიან.

 ფასები ევროპის სამხრეთულ ნაწილთან შედარებით მაღალია, თუმცა ცხოვრების დონე და ანაზღაურეაც-შესაბამისი.
მოკლედ, ვინც აპირებს მომავალში სასწავლებლად კოპენჰაგენში წასვლას, ან უბრალოდ მონახულებას – გილოცავთ !! თქვენ დაუვიწყარი დღეები გელით . ვინც უკვე იქ იმყოფება კი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ :):)

The little mermaid 

    The little mermaid

  

 Frederiksborg castle

Frederiksborg castle

 

 

კოპენჰაგენის მეტრო

ესეც საინტერესო ლინკები

 

Read Full Post »