Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘me’

omg

დღეს რაღაც ცუდ ხასიათზე გავიღვიძე. თავი მტკივა უსაშველოდ (3 აბი გამაყუჩებელი დავლიე) და თითქოს ვინმეს ჩემი ვალი აქვს, ისეთი სახით დავდივარ. საერთოდ ეს პერიოდი ვატყობ, არეული ვარ ჩემ თავთან, არეული ვარ მეგობრებთან, ახლობლებთან და საერთოდაც, ყველასთან. არ ვიცი რა მინდა და სულ ვჯუჯღუნებ, უხასიეთო სახით დავდივარ. მოკლედ, თვითონაც მომბეზრდა ასე ჩემი თავი და არც კი მინდა ფიქრი სხვები რას ამბობენ ჩემზე. თუმცა ამ ბოლო დროს ეს ნაკლებად მაღელვებს ხოლმე. გავცივდი ყველაფერში, არაფერს განვიცდი, არაფერს ვგრძნობ(გარშემომყოფთა მიმართ), მომავალი (ამ ეტაპზე,იმედია) არ მანაღვლებს და ასე დავდივარ, საკუთარი თავისა თუ სხვების რწმენის გარეშე დავხეტიალობ. მხოლოდ იმისიღა მეშინია რომ აღარაფერი მაშინებს და (ცრურწმენული ჩანასახია ალბათ) მგონია რომ კარგად არ დასულდება ჩემი ასეთი გულგრილობა ყველაფრის მიმართ.

Read Full Post »