Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘დეპრესია’

რა უაზრო ზამთარია. ცოტა არ იყოს მოვიწყინე და ვერ გამიგია რა გავაკეთო. არც ამინდებია შესაფერისი. თოვლი მინდა. ცოტას გაახალისებდა აქაურობას. რაღა ბევრს მივედო, მგონი დეპრესიის პირველი ნიშნები მაქვს. არადა  დეპრესიული შემოტევებისთვის არც დრო მაქვს და არც სურვილი.  ხოდა ვებრძვი ახლა თავად. რამდენად გამომივა არ ვიცი.

წინ ახალი წელია. საკუთარ თავს პირობა მივეცი რომ ამ ახალ წელს კარგად შევხვდებოდი, თუმცა ჯერ არ ვიცი სად. სახლში არ მინდა, არც ქუჩაში უაზრო ხეტიალი და სასმელით გაჭყეპილი ადამიანების ხილვის პერსპექტივა მხიბლავს. რესტორანი.. რაღაც ბანალური მეჩვენება. თან ალბათ კარგი კამპანიაც უნდა გყავდეს.  კამპანია რა.. გულის სწორი 😀 მოკლედ ვფიქრობ და ოპტიმალურ  ვარიანტზე ვერ შევჩერდი. მაგრამ აუცილებლად გადავწყვეტ რამეს : )) და პირობას არ გავტეხ : ))

 

Read Full Post »