Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘მემორულები’ Category

ბავშობიდან ჩავიციკლებოდი ერთ რომელიმე სელებრითზე და უგონოდ, გულის აჩქარებამდე ვიყავი შეყვარებული. ვაკვირდებოდი მიმიკებს,ქცევებს, ლაპარაკის მანერას და აშ. მერე ტვინს ვუბურღავდი მეგობრებს, თუ არ იცნობდნენ მის შემოქმედებას ნახეთ, ნახეთ რა მაგარია  მეთქი! დააა თუ არ მოეწონებოდათ, ვაი.. თუმცა ასეთ დროს პირდაპირ იშვიათად მიმხელდნენ შთაბეჭდილებას 😀

გმირები როგორი წარმატებითაც  მიყვარდებოდნენ,  ანალოგიურად  მათი გადაგდებაც  მალევე შემეძლო. ახლა რომ ვიგონებ, რა ენთუზიაზმით ვაგროვებდი ენრიკეს პოსტერებს და ამით ვეჯიბრებოდი კიდეც ჩემს კლასელებს, მეცინება : ) ემინემი,აკონი, შაკირა, 2ფაქი,  blue (ეს ბიჭები ახლაც კარგად მაგონდებიან : დ ტკბილ მოგონებათა სიაში მყავს შეყვანილი, ამაზე სხვა პოოსტში) ჩემი კუმირების მოკლე ჩამონათვალია.

თუმცა ისეთი კუმირებიც მყავს, რომელთაც დრო არ გასვლიათ : ბლაშ:  მაგალითად- უილ სმიტი ♥

ჩემი ყველაზე სევდიანი და ყველაზე სასაცილო გმირი ♥

ჰოლუვუდში ბოლო დროს ნიჭიერი ხალხის დეფიციტი რომააა დამეთანხმებით. უილიარდი კი  ერთი მათგანია იმ მცირერიცხოვანი მსახიობებიდან, რომელიც ერთნაირი წარმატებით მოღვაწეობს დრამატულ თუ კომედიურ ფილმებში.


ჩემი უილი, (რაღა ჩემი ,  მაგრამ იმედს არ ვკარგავ მაინც : ) 42 wlisაა .( როგორ სწრაფად გადის მართლაც წლები :დ თითქოს უილი და ბრედი ჩემს ხელში დაკაცდნენ :d  შვილს რომ ვეტყვი მე მათი თანამედროვე ვიყავითქო 😀 იუჰ :D)

 

მამის მსგავსად  პატარა სმიტმაც მალევე დაიმსახურა ხალხის სიყვარული


რაც შეეხება ფილმოგრაფიას, სუბიექტური ვიქნები და  მისი შემოქმედების მიმოხილვას seven pounds-ით დავიწყებ ♥

Seven poundsეს არის ერთ-ერთი საუკეთესო დრამა, სადაც პარტნიორობას როზარიო დოუსონი უწევს.  საკუთარი გამოცდილებას გაგიზიარებთ და გეტყვით, რომ მისი ყურებისას ცრემლებს ვერ შეიკავებთ 🙂 მოკლედ, სანამ ჯადოსნურ GOM player-ს დააწკაპუნებდეთ, “პლატოკების” მომარაგება არ დაგავიწყდეთ

 

 

The  Pursuit of Happyness ბიოგრაფიული დრამა, მარტოხელა მამაზე, რომელიც დაბრკოლებების მიუხედავად ცდილობს იზრუნოს შვილზე და ამისათვის ძალა არ დაიშუროს. შესანიშნავი ფილმი სევდიანი განწყობითა და იმედიანი დასასრულით ♥♥

Hancock ფანტასტიკა, სადაც ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული უსახლკარო ჰენკოკი ცდილობს იმიჯის გამოსწორებას. მხიარული და სასაცილო უილი შარლიზ ტერონთან ერთად  ახალი სუპერგმირის ძიებაში.

 

 

Hitchევა მენდესი უწევს პარტნიორობას კომედიურ  ფილმში ჰიტჩი, ამბიციური ჟურნალისტისა და შარლატანის ტანდემი ♥♥

დასასრულს, ხალისიანი განწყობისათვის,  90-იან წლებსაც გადავხედოთ და მაშინდელი ჰიტ-პარადების  ლიდერი კლიპი – Getting Jiggy With It გავიხსენოთ

 

 

არანაკლებ წარმატებული კლიპი-მაიამი, სადაც მშვენიერი  ევა მენდესიც მონაწილეობს

 

Advertisements

Read Full Post »