Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘ბოდიალა პოსტები’ Category

უკვე დეკემბერია.. ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. განწყობა კი რატომღაც იგვიანებს.  ბოლო წლებია ჩემთვის ასე საყვარელი დრესასწაული უფერულ, ჩვეულებრივ დღედ იქცა, რომელსაც მხოლოდ საახალწლო მორთულობები და სანოვაგით მდიდარი სუფრა წყვეტს თვალს :)))))

საახალწლო განწყობაზე ფიქრი კი ნაადრევად დავიწყე. საახალწლო ფილმებს რამდენიმე კვირით ადრე ჩავუჯექი, რომლებსაც აღარც კი მახსოვს მერამდენედ ვუყურებ:)) წელს გადავქექე ინტერნეტ სივრცე რაიმე ახლის აღმოჩენის იმედით, მაგრამ სულ ტყუილად.

საახალწლო ფილმების ხსენებისას რაც პირველი მაგონდება ესაა გრინჩი. უფროსები ტრადიციულად ახალ წელს „ბედის ირონიით“, უმცროსი თაობა კი გრინჩით ხვდება.

როგორც ფილმის შემქმნელები უწოდებენ ძალიან რომანტიული და ძალიან სასაცილო ფილმი Love actually.  თუ ჩემსავით განწყობის მაძიებლები ხართ, მაშინ ეს ფილმი თქვენთვისაა! წინ სასიამოვნო 2 საათი გელოდებათ, დაუვიწყარი სცენებით .

Nolel-ი შესანიშნავი დრამაა პენელოპა კრუზის, სუზან სარანდონისა და პოლ ვოლკერის მონაწილეობით(სხვა თუ არაფერი, მხოლოდ  მშვენიერი პენელოპას ცეკვის გამო ღირს ყურება: )) )

ახალი წელი წარმოუდგენელია home alone-ის გარეშე. 1 დ 2 სერიას ყოველ წელს ვუყურებ სიამოვნებით . მოდით დავბრუნდეთ ბავშობაში.

კიდევ ერთი  საყვარელი მელოდრამა The Holiday

Advertisements

Read Full Post »

ბევრ ბლოგსა და  ფრენდების ფეისბუქის გვერდებზე ნახავდით გაწბილებულ რეალის ფანთა თუ ბარსელონელთა ემოციით სავსე პოსტებს. მე არც ერთი ვარ და არც მეორე. თუმცა აღშბოთებულ მაყურებელთა რიგებში კი შევდივარ უთუოდ. ასეთი ანგარიში არ გამიკვირდებოდა ფარერებთან რომ განმეორებულიყო. ან თუნდაც, აფრიკის რომელიღაც ღვთისაგან მივიწყებულ ქვეყანას რომ ეჩვენებინა. მაგრამ, აი რეალი… რომელსაც ამდენი ხანი  არ წაუგია.. საკმაოდ კარგ შედეგებსაც აჩვენებდა ლიგაზე და უმაღლეს ლიგაში თამაშობს… ამ გუნდების ერთმანეთთან დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, ახლა წარმომიდგენია მადრიდელთა განწყობა და ვუზიარებ :შ მეტი თვალსაჩინოებისათვის წარმოვიდგინოთ თბილისის დინამოს წაგება აფხაზეთის (ყავს?) გუნდთთან.. ან თუნდაც რუსეთთან…

P.S  არ შემიძლია არ ავღნიშნო რონალდუს (ეგზომ:დ) თავხედური საქციელი, რას ერჩოდა გვარდიოლას :წუბ:

Read Full Post »

ზამთრის დადგომამ მეც გამაზარმაცა.

ბლოგოსფეროში შემოსვლა ენთუზიაზმით დავიწყე, მაგრამ მერე..მალევე ჩაქრა. საკუთარი თავი და მასში ჯერ კიდევ არსებული სინდისი რომ არ შემაწუხებდეს ამ ყველაფერს ცხოვრების გაძვირებას დავაბრალებდი, მაგრამ ფაქტი ერთია – აზროვნებისა და სუნთქვის ამზომი ჯერ არ გამოუგონებიათ. ასე რომ სრულიად საქართველოს მოსახლეობავ, ისარგებლეთ ამ დროებითი თავისუფლებით. თორემ მალე ბიუჯეტი კვლავ შესავსები გახდება და მერე.. მერე ვინ იცის..

ბოლო დროინდელი მოვლენები მაიძულებენ ჩემი პოზიციური შეხედულებები რადიკალური კუთხით შევცვალო. უკვე ვნანობ კიდეც,  ჩემი ქალაქის მერად გიგი რომ ავირჩიე. მჯეროდა მისი. ახლაც მახსოვს, როგორ მიხაროდა საარჩევნო უბანში მისვლა და რა გულის ფანცქალით შემოვხაზე  5, ჩემი პირველი ხმა საქართველოს მომავლის შეცვლას მოვახმარე,  პროგრესის მოლოდინში კი ისე რეგრესირდა  ქვეყანა, გონზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი.

ჩვენი ქვეყნის უბედურება იცით რაშია? ბევრს ვლაპარაკობთ და არაფერს ვაკეთებთ. “რამე გვეშველება?” ეს ფრაზა უკვე ჩვევად გადაექცა საზოგადოებას და რეაქცია მხოლოდ მხრების აჩეჩვით შემოიფარგლება.  ვაღიაროთ, ჩვენ, პოლიტიკის არაფერი გვესმის. არც მოქალაქეობრივი თვითშეგნება გვაქვს განვითარებული. ქვეყნის ბედს ერთი-ორ ჩინოვნიკს ვანდობთ და მერე ყველა  უბედურებას მას ვაბრალებთ.  ადვილია სახლში თბილად კოტრიალი და  კრიტიკა.  ერთმა გონიერმა ადამიანმა მითხრა, ქვეყანაში ოპოოზიციას საზოგადოება ქმნისო. და მართალიცაა. აქამდე მეც დაუსრულებრივ ვწუწუნებდი ოპოზიციის უსუსურობაზე. ახლა კი ჩემს უსუსურობაშიც დავრწმუნდი.

ერთმა უცხოელმა მეგობარმა მკითხა, თქვენს ქვეყანაში სულ აქციებია და რატომ არაფერი იცვლებაო. მე მაშინ არაფერი ვუთხარი,  რას ვუპასუხებდი? დაბრმავებული ვიყავი 5იანებით. ახლა? ახლა ვეტყვი, რომ ჩვენ საფრანგეთისგან განსხვავებით ცივილიზებულ ერობაზე გვაქვს პრეტენზია და მხოლოდ მშვიდობიანი აქციებით შემოვიფარგლებით, აბა რა საკადრისია, ველურები ხომ არ ვართ, ფრანგებსავით, მანქანები და შუშები ჩავამსხვრიოთ?  შედეგი… შედეგი ისაა, რომ ჩვენ ვყეფთ, ქარავანი მიდის. აი საფრანგეთში კი მთავრობა პენსიონერებს გადაყვა. ჩვენთან? რამდენი რამე უნდა მოხდეს რომ ხალხმა ხმა ავიმაღლოთ? ოღონდ ოპოზიციის წისქვილზე არ ვასხავ წყალს. უგუნური ოპოზიციის გამოა რომ საზოგადოებას რწმენაც აქვს დაკარგული.

P.S ვიცი ამდენი პოლიტიკა მოგბეზრდათ , მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა  და მეც ვეღარ მოვითმინე ჩემი აზრი არ გამომეთქვა  ამასთან დაკავშირებით:(

Read Full Post »

ესეც ასე, ჩემი თავი მეტნაკლებად  წარმოგიდგინეთ. ყოველთვის მიჭირს ხოლმე დაწყება, მიჭირს და თან არც მიყვარს( ალბათ სწორედ მაგიტომაც).

ჩემი წინა პოსტებიდან მიხვდებოდით, რომ ქალთევზას ბლოგზე მხოვდით. მაინტერესებს და მიყვარს ყველაფერი ამ ჯადოსნური არსებების გარშემო რაც კი რამ ტრიალებს.

But.. This blog  is not just for dreamers, mermaids or other ocean’s lodjers…   So, Join us !
მოკლედ,
დანარჩენს შემდეგ პოსტებში გაიგებთ

Read Full Post »