Feeds:
Posts
Comments

Archive for December, 2010

დიდი პაუზის შემდეგ გეო-მანიაში ერთ ლამაზ, საინტერესო და ჩემთვის მიმზიდველ ქვეყანაზე დავწერ.  ამჯერად გეოგრაფიული მონაცემებით თავს   არ მოგაწყენთ და უფრო მეტად უჩვეულო, ჩვენთვის უცხო, მათთვის კი მეტად მნიშვნელოვან  ტრადიციებს განვიხილიავ.

არჩევანი კიდევ ერთ ჩრდილოეთის ქვეყანაზე, შვედეთზე,  შევაჩერე.  შვედებს საკმაოდ საინტერესო დღესასწაულები აქვთ.  მე ყურადრებას (გასაგები მიზეზების გამო) შობაზე გავამახვილებ.

მაშ ასე, როგორია შობა შვედეთში?

შობას და ახალ-წელს მთელ მსოფლიოში მოუთმენლად ელიან. თითოეულ ქვეყანას ამ დღეებთან დაკავშირებული განსაკუთრებული ტრადიცია გააჩნია. მაგალითად ჩვენთვის ეს დღესასწაული მეკვლესთან, გოზინაყსა და საცივთან ასოცირდება. ახალი წლის დადგომამდე მეკვლეს დიდი გულისყურით ვარჩევთ და შემდეგ მის დასახვედრადაც ფაცი-ფუცით  ვემზადებით :))

ეს დღესასწაული შვედეთში მართლაც, ჯადოსნურია. ყველაზე გრძელვადიანი და პომპეზური არდადეგებიც სწორედ საშობაოდ აქვთ. რაც უფრო მეტად აძლიერებს ამ დღეების სიყვარულს.

სადღესასწაულო მზადება 13 დეკემბერს იწყება. ლეგენდის თანახმად ეს არის წლის  ყველაზე გრძელი ღამე  და სწორედ ამ თარიღსვე ემთხვევა საშობაო მარხვის დასაწყისიც.

ლუსიას(რომელსაც სინათლის დედოფალსაც უწოდებენ)  სპეციალურად ირჩევენ, მოსავენ თეთრი კაბითა და წითელი ქამრით. თავზე კი სანთლებიანი გვირგვინი ადგას. იგი მიუძღვება ასევე თეთრად შემოსილ ახალგაზრდებს. გოგონებს თმაში ბრჭყვიალები აქვთ, ბიჭებს კი მაღალი კონუსური ფორმის ქუდები,ვარსკვლავით.  ამ რიტუალის დროს ისინი მღერიან ტრადიციულ ლუსიას საშობაო სიმღერას.

რაც შეეხება უშუალოდ შობას, მათი ტრადიციის თანახმად, ნაძვის ხე შობამდე ერთი ორი დღით ადრე უნდა დაიდგას. რომელსაც რთავენ  ბრჭყვიალა ქაღალდებში გახვეულ ტკბილეულით, სამშვენისებით, ელექტრო ნათურებითა და სანთლებით.

სადღესასწაულო განწყობის კულმინაცია 24 დეკემბერია.

სამზადისი არ წყდება 31 დეკემბრამდე, როცა ახალ წლის ღამეს უამრავი ხალხი გარეთ ხვდება მეგობრებთან ერთად და სხვადასხვა პროგრამებსა თუ კონცერტს ადევნებს თვალს. ულამაზესი ფეიერვერკები კი ღამეს უფრო სადღესასწაულოს ხდის. როცა საათი 12-ს ჩამოკრავს მოედანზე შეკრებილი ხალხი ერთმანეთს ულოცავს დამდეგს – Gott Nytt År

ვისაც ბევრი ხალხი და არეულობა არ უყვარს, სახლში ოჯახურ გარემოში ამჯობინებენ დღესასწაულის აღნიშვნას. ხის სახლი, ბუხარი, საახალწლო დეკორაციები გარეთ კი თოვლი- ყვლეანაირი პირობა სადრესასწაულო განწყობისათვის.

საახალწლო განწყობა 14 დეკემბრამდე გრძელდება. ნაძვის ხეებთან ერთად სადღესასწაულო განწყობის კვალიც სადღაც ქრება და ყველა ჩვეულ ცხოვრების რიტმს უბრუნდება J

Advertisements

Read Full Post »

omg

დღეს რაღაც ცუდ ხასიათზე გავიღვიძე. თავი მტკივა უსაშველოდ (3 აბი გამაყუჩებელი დავლიე) და თითქოს ვინმეს ჩემი ვალი აქვს, ისეთი სახით დავდივარ. საერთოდ ეს პერიოდი ვატყობ, არეული ვარ ჩემ თავთან, არეული ვარ მეგობრებთან, ახლობლებთან და საერთოდაც, ყველასთან. არ ვიცი რა მინდა და სულ ვჯუჯღუნებ, უხასიეთო სახით დავდივარ. მოკლედ, თვითონაც მომბეზრდა ასე ჩემი თავი და არც კი მინდა ფიქრი სხვები რას ამბობენ ჩემზე. თუმცა ამ ბოლო დროს ეს ნაკლებად მაღელვებს ხოლმე. გავცივდი ყველაფერში, არაფერს განვიცდი, არაფერს ვგრძნობ(გარშემომყოფთა მიმართ), მომავალი (ამ ეტაპზე,იმედია) არ მანაღვლებს და ასე დავდივარ, საკუთარი თავისა თუ სხვების რწმენის გარეშე დავხეტიალობ. მხოლოდ იმისიღა მეშინია რომ აღარაფერი მაშინებს და (ცრურწმენული ჩანასახია ალბათ) მგონია რომ კარგად არ დასულდება ჩემი ასეთი გულგრილობა ყველაფრის მიმართ.

Read Full Post »

ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ალბათ დროა შესაბამისი სიმღერებით გავიმდიდროთ ჩვენი ფლეი ლისტები

ახლა დავდებ ჩემთვის საყვარელ სიმღერებს (დარწმუნებული ვარ ბევრს იცნობთ, მაგრამ მაინც)  🙂

ამ სიმღერას მთელი  ზაფხულიც კი ვღიღინებდი: ))

Read Full Post »

under the sea

ე.ი აქ დავდებ ჩემთვის საყვარელი ფილმებისა თუ მულტფილმების საუნდტრეკებს :ბლაშ:

პირველი კი რასაკვირველია ჩემი ქიუთ გმირის,  არიელის სამყაროდან იქნება 🙂

”under the sea” აწ უკვე წარსული წლების უსაყვარლესი სიმღერაა, რომლის გახსენებისას ახლაც ბავშობაში უაზროდ ვიძირები. ჰმმმ, სვიით :წუბე:

შალალალა “don’t be scared.. kissed a girl ” ოო, იეაჰ : )

Read Full Post »

რა უაზრო ზამთარია. ცოტა არ იყოს მოვიწყინე და ვერ გამიგია რა გავაკეთო. არც ამინდებია შესაფერისი. თოვლი მინდა. ცოტას გაახალისებდა აქაურობას. რაღა ბევრს მივედო, მგონი დეპრესიის პირველი ნიშნები მაქვს. არადა  დეპრესიული შემოტევებისთვის არც დრო მაქვს და არც სურვილი.  ხოდა ვებრძვი ახლა თავად. რამდენად გამომივა არ ვიცი.

წინ ახალი წელია. საკუთარ თავს პირობა მივეცი რომ ამ ახალ წელს კარგად შევხვდებოდი, თუმცა ჯერ არ ვიცი სად. სახლში არ მინდა, არც ქუჩაში უაზრო ხეტიალი და სასმელით გაჭყეპილი ადამიანების ხილვის პერსპექტივა მხიბლავს. რესტორანი.. რაღაც ბანალური მეჩვენება. თან ალბათ კარგი კამპანიაც უნდა გყავდეს.  კამპანია რა.. გულის სწორი 😀 მოკლედ ვფიქრობ და ოპტიმალურ  ვარიანტზე ვერ შევჩერდი. მაგრამ აუცილებლად გადავწყვეტ რამეს : )) და პირობას არ გავტეხ : ))

 

Read Full Post »

უკვე დეკემბერია.. ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. განწყობა კი რატომღაც იგვიანებს.  ბოლო წლებია ჩემთვის ასე საყვარელი დრესასწაული უფერულ, ჩვეულებრივ დღედ იქცა, რომელსაც მხოლოდ საახალწლო მორთულობები და სანოვაგით მდიდარი სუფრა წყვეტს თვალს :)))))

საახალწლო განწყობაზე ფიქრი კი ნაადრევად დავიწყე. საახალწლო ფილმებს რამდენიმე კვირით ადრე ჩავუჯექი, რომლებსაც აღარც კი მახსოვს მერამდენედ ვუყურებ:)) წელს გადავქექე ინტერნეტ სივრცე რაიმე ახლის აღმოჩენის იმედით, მაგრამ სულ ტყუილად.

საახალწლო ფილმების ხსენებისას რაც პირველი მაგონდება ესაა გრინჩი. უფროსები ტრადიციულად ახალ წელს „ბედის ირონიით“, უმცროსი თაობა კი გრინჩით ხვდება.

როგორც ფილმის შემქმნელები უწოდებენ ძალიან რომანტიული და ძალიან სასაცილო ფილმი Love actually.  თუ ჩემსავით განწყობის მაძიებლები ხართ, მაშინ ეს ფილმი თქვენთვისაა! წინ სასიამოვნო 2 საათი გელოდებათ, დაუვიწყარი სცენებით .

Nolel-ი შესანიშნავი დრამაა პენელოპა კრუზის, სუზან სარანდონისა და პოლ ვოლკერის მონაწილეობით(სხვა თუ არაფერი, მხოლოდ  მშვენიერი პენელოპას ცეკვის გამო ღირს ყურება: )) )

ახალი წელი წარმოუდგენელია home alone-ის გარეშე. 1 დ 2 სერიას ყოველ წელს ვუყურებ სიამოვნებით . მოდით დავბრუნდეთ ბავშობაში.

კიდევ ერთი  საყვარელი მელოდრამა The Holiday

Read Full Post »